Saturday, October 17, 2009

დოკუმენტები

მენტორობა არის მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდში გამოცდილი მასწავლებლის მიერ მაძიებლისათვის გაწეული დახმარება. მენტორს გააჩნია პედაგოგიური ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ის უზიარებს სპეციალურად განსაზღვრულ დროში.
მენტორისა და მაძიებლის ერთობლივად განსახილეველი ძირითადი დოკუმენტები განსაზღვრავს მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის მიზნებს, პრინციპებსა და მიდგომებს, ესენია:
ეროვნული სასწავლო გეგმა
• მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი
• მასწავლებლის ეთიკის კოდექსი
• საგნობრივი სტანდარტები
• მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების კონცეფცია
• კანონი განათლების შესახებ


მენტორი რამდენიმე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, ესენია:
1. მაძიებლის ინდივიდულაური საჭიროებების შესწავლა
2. მაძიებლობის პერიოდისათვის პროგრამისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება/ გაწერა
3. მაძიებელთან / მაძიებლებთან კონკრეტული ღონისძიებების ჩატარება (მაგ: კონსულტაციები, წაკითხული ლიტერატურის განხილვა, გაკვეთილზე დასწრება და სხვა)
4. მაძიებლის საქმიანობის შეფასება, რომელიც ორ კომპონენტს მოიცავს:
ა. მიმდინარე შეფასება
ბ. შემჯამებელი შეფასება

5. მენტორის პორტფოლიოს წარმოება
6. მენტორის ანაგარიში


მენტორი ვალდებულია დოკუმენტები წარადგინოს მასწავლებელთა პროფესიული განვიათარების ცენტრში განსაზღვრულ ვადებში :
   
     I          პაკეტი
   
II          პაკეტი
  
III         პაკეტი
   IV          პაკეტი

No comments:

Post a Comment